სიახლეები
28/05/2018
დღეს გორში სტუმრად იმყოფებოდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი გერმანიიდან, ბატონი დირკ რონეკე, პროექტის კოორდინატორი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების ოფისის ხელმძღვანელი ელენე მახარაშვილი, პროექტის ექსპერტი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია. პროექტში მონაწილე გორის კერძო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაციები.
10/05/2018
10 მაისს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წევრები მარიამ აბოვიანი და მარიამ ცერაძე თემებით: "მამული, ენა, სარწმუნოება", "ადამიანი შემოქმედი". გოგონები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
27/04/2018
წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა საცხენოსნო-გამაჯანსაღებელი კლუბი. მოეწყო მასაჟის კაბინეტი. სკოლის მოსავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქის მასშტაბით სხვა სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს ცხენით გასეირნების საშუალებაც ჰქონდათ. დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული იყო სკოლა-ლიცეუმისათვის.
15/04/2018
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
14/04/2018
დედაენის დღე ლიცეუმელებისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მედეა სუხაშვილი, ნინო ბუაჩიძე, და ლია მაზმიშვილი გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხელნაწერი წიგნის, ბროშურის, ჟურნალის კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ პროექტის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმი საუკეთესო ნაშრომებით ლიდერობს და გამონაკლისის სახით თავად სკოლა დაჯილდოვდა.
23/03/2018
წმ. გიორის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრ "ნაბიჯებს" ესტუმრნენ. მეოთხეკლასელებმა (პედაგოგი: ნინო ბუაჩიძე) მათთვის წარადგინეს სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა", რომელმაც მასპინძელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უფროსკლასელებმა კი პატარებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. "ნაბიჯების" აღსაზრდელები ძალიან გაახარა ლიცეუმელთა სტუმრობამ.
23/03/2018
სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით აღნიშნეს არჩილ ტატუნაშვილის სამშობლოში დაბრუნება, სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს ჭირთათმენისა და გამძლეობისათვის.
14/11/2017
წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბმა "ფენიქსმა" სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიწყო მზადება აქციისთვის "სიკეთე გადამდებია". მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სასკოლო ნივთები და თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს. მოსწავლეებმა ნივთები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.
13/10/2017
13 ოქტომბერს ჩვენს ლიცეუმში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით. საშუალო საფეხურის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი, აქედან ორმა დააგროვა ხმების თანაბარი რაოდენობა, ამიტომ ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა ხმების თანაბარი რაოდენობის მქონე კანდიდატებს შორის. თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე მაგდა მჭედლიშვილი. საბაზო საფეხურის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელთაგან არჩეულ იქნა მე-9 კლასის მოსწავლე ბახვა გელაშვილი. თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილედ და დისციპლინურ კომიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლად აირჩიეს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანესაშვილი. ვულოცავთ მაგდას, ბახვას და მარიამს! ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ მათ და სკოლა-ლიცეუმის თითოეულ მოსწავლეს!
12/09/2017
წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიაში". ბავშვებმა ისწავლეს კოტეჯის აწყობა, სანტექნიკის მონტაჟი, შეღებვა, ლამინირებული იატაკის დაგება, შპალერის გაკვრა და სხვა.
31/07/2017
დღეს წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორს, ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძეს დასამშვიდობებლად ესტუმრა ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბუთხუზი, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ხვალ ერთი წლით აშშ-ში მიემგზავრება. მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე. მარიამმა მადლიერება გამოხატა სკოლის პედაგოგების მიმართ და აღნიშნა, რომ მის წარმატებაში სკოლას დიდი წვლილი მიუძღვის. გოგონა დაპირდა დირექტორს, რომ ამ ერთი წლის მანძილზეც აქტიურად ითანამშრომლებს სკოლასთან. თავის მხრივ, ქალბატონმა მანანამ გაამხნევა მარიამი, მადლობა გადაუხადა სხვადასხვა სასკოლო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და გზა დაულოცა. დირექტორმა, სამახსოვრო საჩუქართან ერთად, მარიამს გადასცა დაპირებული სტიპენდია 300 ლარის ოდენობით.
09/06/2017
ჩვენი სკოლა-ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა ინტელექტუალური ვიქტორინა "რა? სად? როდის?" ჯგუფები დაკომპლექტდა VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებით. თამაში საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ჯილდოდ ერგოთ სადღესასწაულო ტორტი.
08/06/2017
წმინდა გიორგის სკოლა-ლიცეუმის უნიჭიერესმა ხელოვნების მასწავლებელმა ქალბატონმა მზია გიგაურმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან (პოლიეთილენი) ულამაზესი კაბების კოლექცია შექმნა. ნამუშევრები პატარა ლიცეუმელებმა მოირგეს.
06/06/2017
დღეს ჩვენი სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგ-დისკუსიას, რომელიც ეხებოდა ანტიდასავლურ კამპანიასა და სიძულვილის თემას. ტრენინგი ასევე მოიცავდა დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობის საკითხებს. ტრენინგს უძღვებოდა გიორგი მშვენიერაძე.
23/05/2017
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გრძელდება ღია გაკვეთილების ციკლი სახელწოდებით "რა ვისწავლეთ". დღეს ღია გაკვეთილები წარმოგვიდგინეს ინგლისურის მასავლებელმა ელენე წკრიალაშვილმა და ბუნების მასწავლებელმა ეკატერინე დარახველიძემ მეხუთე კლასში. ბავშვები ინგლისურად ამღერდნენ ჯანსაღი კვების პროდუქტებზე, ინგლისურად წარმოადგინეს "მხიარული ციფრების " შეკრება-გამოკლება და ამერიკის ცნობილი პრეზიდენტების ბიოგრაფიები. ბუნების ღია გაკვეთილზე კი ჩვენი პატარები ნამდვილი ექიმების, მედდებისა და პაციენტების როლებში ვიხილეთ; მათ შეანიშნავად გაართვეს თავი ტრავმების დროს პირველად დახმარებას.
18/05/2017
16 მაისს ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ფორუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - "მე აქტიური თვითმმართველი" - პრეზენტაციაში. ამავე ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძეს გადაეცა სიგელი შიდა ქართლის რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობისათვის. თავის მხრივ, ქალბატონმა მანანამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
17/05/2017
გამწვანების კიდევ ერთი აქცია, რომელიც განხორციელდა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსისა" და საზოგადოება "ბილიკის" მიერ ქალაქ გორის მე-3 ბაგა-ბაღში.
14/05/2017
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 13 მაისს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე შიდა ქართლის რეგიონში წლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა სმოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობისათვის.
04/05/2017
4 მაისს წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" მოსწავლეებმა პროექტ "გახდი მწვანე მოქალაქე"-ს ფარგლებში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია ჩატარდა საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით ქ. გორის მე-12 ბაგა-ბაღის ეზოში. ფენიქსელებმა სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.
02/05/2017
სკოლა-ლიცეუმის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნონა იორამაშვილმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს თექის დამუშავების ტექნოლოგიას, მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა, ბავშვებს ესაუბრა მატყლის დამუშავების ტრადიციაზე საქართველოში და მათთან ერთად დაამზადა თექის აქსესუარი საკლასო ოთახის დასამშვენებლად.
14/04/2017
დედაენის დღე სკოლა-ლიცეუმის დაწყებითი საფეხურის მოწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს. პედაგოგ მზია გიგაურისა და ბიბლიოთეკის დახმარებით მოაწყვეს საინფორმაციო კუთხე, სადაც წარმოადგინეს ხელნაწერები და კედლის გაზეთი დედა ენის შესახებ.
03/04/2017
ლიცეუმის VII კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიის გაკვეთილი სკოლის ეზოში ჩაუტარდათ. პედაგოგმა ნანა ოთინაშვილმა ბავშვებს დაათვალიერებინა მეტეოროლოგიური სადგური, ერთობლივად აიღეს ანათვლები (ტემპერატურა, წნევა, ქარის მიმართულება), დაათვალიერეს მდინარე ლიახვის ხეობა და კალაპოტი.
21/03/2017
წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი" ახორციელებს პროექტს "ცხოვრების ჯანსაღი წესი", რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. ამჯერად ლიცეუმის მოსწავლეები შეხვდნენ ფეხბურთისა და ფუტძალის უმაღლესი კატეგორიის მსაჯს არსენ ნონიკაშვილს. ბატონი არსენი ბავშვებს ესაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში და უპასუხა მათ შეკითხვებს.
15/03/2017
სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს, რომელზეც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. შემოქმედებითი საღამოს მიწურულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ მოსწავლეებს მისცა რჩევები და დაულოცა მომავალი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სკოლა-ლიცეუმის ფოლკლორული ანსამბლი "ონავრები".
08/03/2017
სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წევრებმა საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით ქალაქის ქუჩებში ქალბატონებს ყვავილები გადასცეს და 8 მარტი მიულოცეს.
02/03/2017
სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის "ფენიქსის" წევრებმა დირექციასთან ერთად პედაგოგებს გაზაფხულის დაწყება მიულოცეს.
31/01/2017
ყველაზე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის 2016-2017 სასწავლო წლის ტური ქალაქ გორშიც ჩატარდა. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები ალექსი ჯახველაძე და ნიკა ქოქაშვილი "ეტალონის" ოქროს ფონდის წევრები გახდნენ და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის მიერ სიგელებით დაჯილდოვდნენ.
28/01/2017
წმ.გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც ორგანიზებული იყო საზოგადოება "ბილიკის" მიერ PH International-ის მხარდაჭერით.
22/12/2016
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. I სემესტრის განმავლობაში კლუბმა რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის "ტოლერანტობა" და ადამიანის უფლებათა დეკლარაციის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები; მოისმინეს ევროპული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ევროკავშირის მნიშვნელობისა და ფუნქიცის შესახებ (ტრენერი: ელისაბედ ჯიჯავაძე). ინტელექტუალურ თამაშ-ვიქტორინაში "ჩვენ და სამოქალაქო განათლება" სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა I ადგილი დაიკავეს. ამასთან დაკავშირებით სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ მასწავლებელი და მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
08/12/2016
გორის სასწალო უნივერსიტეტში ნიკო კეცხოველისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები აქტუალური თემებით: მარიამ გელაშვილი (შიდსი), ბახვა გელაშვილი (ფარისებრი ჯირკვალი), ელენე ბოღრაშვილი (იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადების პრევენცია), ნიკა ხაჭაპურიძე (კომპიუტერის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), მარიამ ცერაძე (სუნთქვის ჰიგიენა). მათ დამსრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
30/11/2016
30/11/2016
შიდა სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში
22/11/2016
08/11/2016
ინგლისური ენის გაკვეთილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტში
08/11/2016
ჩვენს სკოლა-ლიცეუმს ფინკა ბანკის გორის ფილიალის მმართველი ზაალ ჯღარკავა სტუმრობდა
07/11/2016
ინტელექტუალურ თამაშ-ვიქტორინაში გამარჯვებულთა დაჯილდოება
07/11/2016
ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საღამო ჩვენს ლიცეუმში
04/11/2016
01/11/2016
იაკობ გოგებაშვილის მედლის მფლობელი პედაგოგები ჩვენს სკოლა-ლიცეუმში
28/10/2016
იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176 წლი შესრულდა, მისი უკვდავი "დედა ენა" კი 140-ე იუბილეს ზეიმობს!
27/10/2016
KHAN ACADEMY-ისა და CODE.ORG-ის საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის
24/10/2016
მეოთხეკლასელებმა, ქართულის გაკვეთილზე, პროგრამით გათვალისწინებული ფილმი "აკაკის აკვანი" ნახეს
21/10/2016
მარიამ ბუთხუზი - ლიცეუმის წარჩინებული მოსწავლე
18/10/2016
სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" ლიდერის არჩევნები
17/10/2016
სტუმრად მ.მაჭავარიანის, ა.წერეთლის სახლ-მუზეუმებსა და მღვიმევის დედათა მონასტერში
16/10/2016
14/10/2016
2016 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩვენს სკოლა-ლიცეუმში
27/09/2016
სკოლა-ლიცეუმის თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ ტრენინგს "სკოლის თვთმმართველობა და დემოკრატია"
21/09/2016
ჩვენი პირველკლასელები სტუმრად ბიბლიოთეკაში
19/09/2016
07/06/2016
მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე სკოლა-ლიცეუმში.
02-06-2016
სკოლა-ლიცეუმის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრებისა და აქტიური მკითხველების დაჯილდოება
შემაჯამებელი გაკვეთილი I-1 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში
თამარის დარბაზში აჟღერებული ქართული და რუსული ფოლკლორი
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ჩვენს სკოლა-ლიცეუმში გაიმართა სასწავლო კონფერენცია
წინასააღდგომო მზადება ჩვენს სკოლაში
22-04-2016
14-04-2016
დედაენის დღე ჩვენს სკოლა-ლიცეუმში
12-04-2016
სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში, მე-8 კლასი, პედაგოგი: ნანა ღონღაძე, გაკვეთილის თემა: ოთხკუთხედები
07-04-2016
01-04-2016
21-03-2016
18-03-2016
17-03-2016
16-03-2016
10-03-2016
07-03-2016
03-03-2016
ანსამბლ „ონავრების“ საუკეთესო შესრულება
02-03-2016
ღია გაკვეთილი ფიზიკაში, მე-8 კლასი, პედაგოგი: გიორგი კუპრიაშვილი
29-02-2016
26-02-2016
26-02-2016
ჩვენი სკოლა-ლიცეუმი კვლავ დარგის ლიდერი და ოქროს რეიტინგის მფლობელია!
25-02-2016
ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-4 კლასი. გაკვეთილის თემა გოდერძი ჩოხელის "ცასწავალა".
24-02-2016
Mind Technologies კონკურსის გამარჯვებული- მარიამ ბუთხუზი
23-02-2016
22-02-2016
21-02-2016
20-02-2016
18-02-2016
ახალგაზრდა პოეტის-ლექსო ლობჟანიძის ლიტერატურული საღამო
11-02-2016
ანსამბლ „ონავრებს“ ლაურეატის წოდება მიენიჭათ. ხელმ. თამარ ნუსხელიძე
26-01-2016
Kings ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება
22-01-2016
21-01-2016
მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე
20-01-2016
12-01-2016
მცირე გრანტის პროექტ ‘ფენიქსის“ ფარგლებში სკოლაში სამოქალაქო ოთახი და რადიოკვანძი მოეწყო
13-01-2016
26-12-2015
სკოლასთა არსებული ცეკვის ანსამბლის წარმატება. პედაგოგი ნონა გამხიტაშვილი
23-12-2015
საახალწლო კარნავალი. საბაზო-საშუალო საფეხური
21-12-2015
21-12-2015
18-12-2015
15-12-2015
ახალი 2016 წლის მობრძანება სკოლა-ლიცეუმში. დაწყებითი საფეხური
13-12-2015
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების საახალწლო თემატიკის ნამუშევრების გამოფენა
10-12-2015
მოდის, მოდის წელი ახალი :)2016
11-12-2015
04-12-2015
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვასთან დაკავშირებული ტრენინგი
09-11-2015
ისტორიის გაკვეთილი მე-7 კლასში. პედაგოგი ნ. ბერუაშვილი
03-11-2015
29-10-2015
ღია გაკვეთილი მუსიკაში, გაკვეთილის თემა "მუსიკის ძალა", პედაგოგი თამარ ნუსხელიძე, მე-5 კლასი
28-10-2015
ღია გაკვეთილი სახვით ხელოვნებაში, გაკვეთილის თემა "თბილი ფერები", პედაგოგი მზია გიგაური, მე-2 კლასი
22-25-10-2015
კონფერენციაზე "განათლების მართვის აქტუალური საკითხები - 2015" წყალტუბო
22-10-2015
კონკურსი სამოქალაქო კლუბის ლოგოსა და დევიზზე
20-10-2015
2015-16 სასწ. წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ტრადიციულ „ფინჯან ჩაიზე დირექტორთან“
19-10-2015
15-10-2015
საქველმოქმედო აქცია: „დავეხმაროთ ბავშვთა სახლს“
13-10-2015
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები
02-10-2015
ღიმილის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია
02-10-2015
21-09-2015
07-09-2015
02-09-2015
შიდა ქართლის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ 40 აბიტურიენტს გორის მერი აჯილდოებს
01-09-2015
ქალაქ გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ლოგო:
ჩვენი დროშა:
სკოლის სლოგანი:
სკოლის ჰიმნი:
ტექსტის ავტორი: ვანო ჩხიკვაძე
კომპოზიტორი: მაყვალა ხორბალაძე
დამტკიცებულია გორის შპს წმინდა
გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის
დირექტორის მანანა ჩუხრუკიძის მიერ
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დღის განრიგი
2015-2016 სასწავლო წელი