სიახლეები

სიახლის სათაური


"ფინჯან ჩაიზე დირექტორთან"

2015-16 სასწ.წელი

          წმინდა გიორგისსახელობის სკოლა-ლიცეუმი გამორჩეულია თავისი მდებარეობითა და წარმატებებით, ტრადიციებით, საოცარი გულშიჩამწვდომი ღონისძიებებით, ამიტომ არ არსებობს ლიცეუმის მიერ ჩატარებული ღონისძიება, თუნდაც ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში, თავისუფალი სკამით, იქ ყველა ადგილი დაკავებულია ... ასე იყო წელსაც, სკოლა-ლიცეუმმა უჩვეოლო ენერგიითა და მონდომებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი და სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის წინადადება: მშობლებს გეპატიჟებით  "ფინჯან ჩაიზეარავის გაჰკვირვებია. "ჩაი სიცოცხლის ელექსირია" - ისმის ხშირად, მაგრამ იგი თურმე გულის გახსნის, ერთად ყოფნის და პრობლემების გადაწყვეტის ელექსირიც ყოფილა. უჩვეულო დახვედრამ სკოლა-ლიცეუმში, ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის მიპატიჟებამ "ფინჯანჩაიზე" ერთნაირად ააფორიაქა მასწავლებლებიც და მშობლებიც. ყველა ელოდა რას? ... 

და აი, დაიწყო სამზადისი. ყველა კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელითუ კლუბის მეურვე უჩვეულოდ ემზადებოდა პრეზენტაციისთვისსაკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში ერთიანი ფორიაქი იდგაყველა თავისებურად ემზადებოდა და გაუთავებელი უჩვეულო რიგი იდგა სასწავლო ნაწილ ელენეხაჩიძეს მაგიდასთან და აი, დადგა 20 ოქტომბერიც . სკოლის დიდი დარბაზი მოემზადა სტუმართა დასახვედრად . გაიშალა საოცრად ლამაზი მაგიდები, ყველა ცდილობდა თავი მოეწონებინა, თითქოს გამოუცხადებელი კონკურსიც კი გაიმართა , ვინ უფრო ლამაზად. სკოლა ეხლა უკვე დიასახლისის როლში ხვდებოდა მშობელთა დიდ ნაკადს.საღამო დაიწყო , შეხვედრამ , ჩაის სითბომ და სიტკბომ, მშვიდმა მუსიკამ, კათედრებისა და წრეების პრეზენტაციამ სამომავლო გეგმების შესახებ , შეფასების კრიტერიუმების გაცნობამ , საინტერესო ფორმით შეთვაზებულმა ინტერაქტიულმა გამოკითხვამ მშობლები კი არ დააბნია , პირიქით გააერთიანა და შეხვედრა მუშაობაში გადაიზარდა . თურმე რამდენი რამ გვინდა, შეგვიძლია, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ყველა ნაფიქრ-ნააზრევი სწრაფად გადადიოდა გულიდან გულში და შემდეგ ფერად ფურცლებზე. თითქოს ჩვენ წინ ჩვენი მოსწავლეები მუშაობდნენ და მოუთმენლად ველოდით შედეგებს.

და აი , შედეგიც: ვუყვარვართ , გვენდობიან , გვთხოვენ , მოითხოვენ , მოსწონთ ან არ მოსწონთ, იმედი აქვთ , გამოგვყვებიან , გვერდით დაგვიდგებიან და ერთად ყველაფერს შევძლებთ. „კმაყოფილი ვარ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ!" თქვა ქალბატონმა მანანამ და უხმოდ დაეშვა სკამზე. ერთი სიტყვით, შეხვედრა შედგა , საოცრად აფორიაქებულმა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანამ და სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ელენემ სულ ბოლოს მიირთვეს უკვე გაციებული ჩაი. დამთავრდა კიდევ ერთი სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა, უკეთესი მომავლის იმედით. სკოლის შენობაში კი ბავშვების მხიარული ჟრიამულის მოლოდინში, დროებით სიჩუმემ დაისადგურა.

ნორმატიული აქტები

სკოლის სიმბოლიკა

 ქალაქ გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ლოგო:

ჩვენი დროშა:

 

სკოლის სლოგანი:

 

                       

 

 სკოლის ჰიმნი:

ტექსტის ავტორი: ვანო ჩხიკვაძე

კომპოზიტორი: მაყვალა ხორბალაძე

 

          

 

შინაგანაწესი

 

დამტკიცებულია გორის შპს წმინდა

გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის

დირექტორის მანანა ჩუხრუკიძის მიერ

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წესდება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმა

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°4

 

 

იხილეთ დანართი Ν°1

 

იხილეთ დანართი Ν°2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°3

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესი

სასწავლო კალენდარი

 

 

დღის განრიგი

                                         წმინდა გიორგის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დღის განრიგი

                                                             2015-2016 სასწავლო წელი

 

 

სასკოლო საათობრივი ბადე