ისტორია

     დგას ლიახვისა და მტკვრის შესართავთან მწვანეში ჩაფლული , პატარა, მაგრამ ბავშვთა აღზრდა–განათლების უდიდეს საქმეს შეჭიდებული , თავის თავში და მოზარდების ნიჭიერებაში დარწმუნებული,  წმინდა გიორგის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, სასწავლებელი ამაყობს თავისი 31წლიანი, მდიდარი ისტორიით.

      ყველაფერი კი დაიწყო  1984 წელს,  როდესაც საბავშვო ბაღის უფროსჯგუფელებმა გამოსაშვები საღამოს ნაცვლად პირველ კლასში გადასასვლელი ზეიმი მოაწყვეს. მაშინ განათლების სამინისტრომ პირველად დაუშვა  საბავშვო ბაღის ბაზაზე დაწყებითი სასწავლებლის გახსნის ფაქტი. შემდეგ პირველი კლასიდან მეორეში გადავიდნენ და ა.შ საშუალო სკოლის სტატუსი კი სკოლამ 1995 წელს მიიღო.

      პირველი საჯარო სიტყვა სკოლა–ლიცეუმმა საუკუნოვანი საყმაწვილო ჟურნალ „დილა“–სიუბილით აღნიშნა.

      მაყურებლებითა და სტუმრებით გადაჭედილ გ. ერისთავის სახელობის თეატრის დიდი დარბაზი , სცენაზე გაცოცხლებული ჟურნალის გვერდები, სცენიდან დარბაზში გადასული მხიარულება, აღტაცების და სიამოვნების გამო ატეხილი მქუხარე ტაში, მწერალთა კვშირის გამგეობისა და ჟურნალ „ დილას“ სარედაქციო ჯგუფის წარმომადგენელთა აღტაცებული გამოსვლა უტყუარი დასტური იყო მიღწეული წარმატებისა. მხატვრული სიტყვის ოსტატები, მწერლები: ე. მაღრაძე, თ. წივწივაძე, რ. ჭეიშვილი, გ. გვერწითელი, ე. კვიტაიშვილი და სხვები სიტყვებს ეძებდნენ თავისი გრძნობების გამოსახატავად. ამას მოყვა ლიცეუმის კურთხევა.  გორიჯვრის მთის კალთებთან მიყუჟულს. სახელწოდების შერჩევაც არ გართულებულა. მაშინდელმა ბოლნის–დმანისის მთავარეპისკოპოსმა, მამა თადეოზმა, 1999 წლისმ 4 მაისს შეასრულა ლიცეუმის წმინდა გიორგის სახელობის კურთხევის ცერემონიალი. კურთხევისას კი სასწული მოხდა სანთლის ნაღვენთით ნათლის წყალში ჯვარი გამოისახა, რამაც სკოლა–ლიცეუმში დატრიალებული უდიდესი მადლი გაამჟღავნა.

    ლიცეუმს ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმის და პასუხილმგებლობის მქონე, თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებული პედაგოგიური გუნდი.რომელსაც სათავეში უდგია განათლების ამინისტროს წარჩინებული პედაგოგი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე.

    სკოლა–ლიცეუმს აქვს ეკოლოგიურად სუფთა დაცული გარემო, ესთეტიუტ~რი, კომფორტულ;ი შენობა და სასკოლო ინვენტარი. სასწავლო პროცესისათვის საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვილი კაბინეტ–ლაბორატირიები, კომპიუტერული კლასი. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი.

    ლიცეუმმა მრავალჯერ ისახელა თავი ქალაქის საზოგადოების წინაშე თავისი მიღწევeბით.

    საქალაქო ღონისძიებები: „დედავ დედაშვილობასა“, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, ბაირონი ქართულად,  „იაკობის 13 მზე“, ორიგინალური გაკვეთილების კვირეულები, ფოლკლორული საღამოები, ამაგდარ გორელთა ღვაწლის ხსენების საღამოები და სხვა უამრავი საღამო დღესაც სასიამოვნოდ ახსოვთ გორელებს.

        ლიცეუმელები სწავლის შედეგებითაც ამაყობენ. სკოლა–ლიცეუმს არა ერთი გამოშვება ჰყოლია, რომლებმაც უმაღლეს სასწვლებლებში დაიმკვიდრეს სახელი. 2013-2014 წლის შედეგებით 24 კურსდამთავრებულიდან ყველა სტუდენტი გახდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, აქედან 5–მა მოსწავლემ მიიღო 100% გრანტი, 4–მა  70%–იანი და 3–მა 50%–იანი გრანტი. გვყავს სახემწიფო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც საქართველოს ხუთეულში მოხვდნენ და დაჯილდოვდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ  დიდ ბრიტანეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამებით. სკოლამ მოიგო რამოდენიმე პროექტი: „ნარკომანია დაავადება თუ დანაშაული“, „დავეხმაროთ ბიბლიოთეკას“, მეტეოროლოგიური სადგური“, „საგზაო ნიშნები და მისი მნიშვნელობა“, „მეგობრობა გზად და ხიდად“ და ასე შემდეგ.

   ბავშვთა თავისუფალი დროის ორგნიზებას ემსახურება ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი, გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი, უფროსკლასელთა პროექტი „ისწავლე სწავლა“. ლიცეუმს აქვს საკუთარი ჰიმნი, გერბი, დროშა, აქვს რწმენა შემდეგი დიდი წარმატებისა და რეალური რესურსი წარმატებების მიღწევისათვის.

ნორმატიული აქტები

სკოლის სიმბოლიკა

 ქალაქ გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ლოგო:

ჩვენი დროშა:

 

სკოლის სლოგანი:

 

                       

 

 სკოლის ჰიმნი:

ტექსტის ავტორი: ვანო ჩხიკვაძე

კომპოზიტორი: მაყვალა ხორბალაძე

 

          

 

შინაგანაწესი

 

დამტკიცებულია გორის შპს წმინდა

გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის

დირექტორის მანანა ჩუხრუკიძის მიერ

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წესდება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმა

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°4

 

 

იხილეთ დანართი Ν°1

 

იხილეთ დანართი Ν°2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°3

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესი

სასწავლო კალენდარი

 

 

დღის განრიგი

                                         წმინდა გიორგის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დღის განრიგი

                                                             2015-2016 სასწავლო წელი

 

 

სასკოლო საათობრივი ბადე