მთავარი

სიახლეები

 

 28/05/2018

დღეს გორში სტუმრად იმყოფებოდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი გერმანიიდან, ბატონი დირკ რონეკე, პროექტის კოორდინატორი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების ოფისის ხელმძღვანელი ელენე მახარაშვილი, პროექტის ექსპერტი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია. პროექტში მონაწილე გორის კერძო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაციები.

10/05/2018

10 მაისს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წევრები მარიამ აბოვიანი და მარიამ ცერაძე თემებით: "მამული, ენა, სარწმუნოება", "ადამიანი შემოქმედი". გოგონები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

27/04/2018

წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე  საზეიმოდ გაიხსნა საცხენოსნო-გამაჯანსაღებელი კლუბი. მოეწყო მასაჟის კაბინეტი. სკოლის მოსავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქის მასშტაბით სხვა სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს ცხენით გასეირნების საშუალებაც ჰქონდათ.  დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული იყო სკოლა-ლიცეუმისათვის.

15/04/2018

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ლიცეუმელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს!

 

 

14/04/2018

დედაენის დღე ლიცეუმელებისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მედეა სუხაშვილი, ნინო ბუაჩიძე,  და ლია მაზმიშვილი გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხელნაწერი წიგნის, ბროშურის, ჟურნალის კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ პროექტის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმი საუკეთესო ნაშრომებით ლიდერობს და გამონაკლისის სახით თავად სკოლა დაჯილდოვდა.

23/03/2018

წმ. გიორის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრ "ნაბიჯებს" ესტუმრნენ. მეოთხეკლასელებმა (პედაგოგი: ნინო ბუაჩიძე) მათთვის წარადგინეს სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა", რომელმაც მასპინძელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უფროსკლასელებმა კი პატარებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. "ნაბიჯების" აღსაზრდელები ძალიან გაახარა ლიცეუმელთა სტუმრობამ.

23/03/2018

სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით აღნიშნეს არჩილ ტატუნაშვილის სამშობლოში დაბრუნება, სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს ჭირთათმენისა და გამძლეობისათვის.

 

 14/11/2017

წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბმა "ფენიქსმა" სასწავლო წლის  დაწყებისთანავე დაიწყო მზადება აქციისთვის  "სიკეთე გადამდებია". მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სასკოლო ნივთები და თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს. მოსწავლეებმა ნივთები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.

 

13/10/2017

13 ოქტომბერს ჩვენს ლიცეუმში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით. საშუალო საფეხურის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი, აქედან ორმა დააგროვა ხმების თანაბარი რაოდენობა, ამიტომ ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა ხმების თანაბარი რაოდენობის მქონე კანდიდატებს შორის. თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე მაგდა მჭედლიშვილი. საბაზო საფეხურის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელთაგან არჩეულ იქნა მე-9 კლასის მოსწავლე ბახვა გელაშვილი. თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილედ და დისციპლინურ კომიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლად აირჩიეს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანესაშვილი. ვულოცავთ მაგდას, ბახვას და მარიამს! ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ მათ და სკოლა-ლიცეუმის თითოეულ მოსწავლეს!

 12/09/2017

წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიაში". ბავშვებმა ისწავლეს კოტეჯის აწყობა, სანტექნიკის მონტაჟი, შეღებვა, ლამინირებული იატაკის დაგება, შპალერის გაკვრა და სხვა.

 

31/07/2017

დღეს წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორს, ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძეს დასამშვიდობებლად ესტუმრა ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბუთხუზი, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ხვალ ერთი წლით აშშ-ში მიემგზავრება. მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე. მარიამმა მადლიერება გამოხატა სკოლის პედაგოგების მიმართ და აღნიშნა, რომ მის წარმატებაში სკოლას დიდი წვლილი მიუძღვის. გოგონა დაპირდა დირექტორს, რომ ამ ერთი წლის მანძილზეც აქტიურად ითანამშრომლებს სკოლასთან. თავის მხრივ, ქალბატონმა მანანამ გაამხნევა მარიამი, მადლობა გადაუხადა სხვადასხვა სასკოლო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და გზა დაულოცა. დირექტორმა, სამახსოვრო საჩუქართან ერთად, მარიამს გადასცა დაპირებული სტიპენდია 300 ლარის ოდენობით.

09/06/2017

ჩვენი სკოლა-ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა ინტელექტუალური ვიქტორინა "რა? სად? როდის?" ჯგუფები დაკომპლექტდა VII, VIII  და IX კლასის მოსწავლეებით. თამაში საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ჯილდოდ ერგოთ სადღესასწაულო ტორტი.

08/06/2017

წმინდა გიორგის სკოლა-ლიცეუმის უნიჭიერესმა ხელოვნების მასწავლებელმა ქალბატონმა მზია გიგაურმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან (პოლიეთილენი) ულამაზესი კაბების კოლექცია შექმნა. ნამუშევრები პატარა ლიცეუმელებმა მოირგეს.

06/06/2017

დღეს ჩვენი სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგ-დისკუსიას, რომელიც ეხებოდა ანტიდასავლურ კამპანიასა და სიძულვილის თემას. ტრენინგი ასევე მოიცავდა დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობის საკითხებს. ტრენინგს უძღვებოდა გიორგი მშვენიერაძე.

23/05/2017

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გრძელდება ღია გაკვეთილების ციკლი სახელწოდებით "რა ვისწავლეთ". დღეს ღია გაკვეთილები წარმოგვიდგინეს ინგლისურის მასავლებელმა ელენე წკრიალაშვილმა და ბუნების მასწავლებელმა ეკატერინე დარახველიძემ მეხუთე კლასში. ბავშვები ინგლისურად ამღერდნენ ჯანსაღი კვების პროდუქტებზე, ინგლისურად წარმოადგინეს "მხიარული ციფრების " შეკრება-გამოკლება და ამერიკის ცნობილი პრეზიდენტების ბიოგრაფიები. ბუნების ღია გაკვეთილზე კი ჩვენი პატარები ნამდვილი ექიმების, მედდებისა და პაციენტების როლებში ვიხილეთ; მათ შეანიშნავად გაართვეს თავი ტრავმების დროს პირველად დახმარებას.

18/05/2017

16 მაისს ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ფორუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - "მე აქტიური თვითმმართველი" - პრეზენტაციაში. ამავე ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძეს გადაეცა სიგელი შიდა ქართლის რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობისათვის. თავის მხრივ, ქალბატონმა მანანამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

17/05/2017

გამწვანების კიდევ ერთი აქცია, რომელიც განხორციელდა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსისა" და საზოგადოება "ბილიკის" მიერ ქალაქ გორის მე-3 ბაგა-ბაღში.

14/05/2017

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 13 მაისს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე შიდა ქართლის რეგიონში წლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა სმოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობისათვის.

04/05/2017

4 მაისს წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის  სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" მოსწავლეებმა პროექტ "გახდი მწვანე მოქალაქე"-ს ფარგლებში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია ჩატარდა საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით ქ. გორის მე-12 ბაგა-ბაღის ეზოში. ფენიქსელებმა სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.

02/05/2017

სკოლა-ლიცეუმის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნონა იორამაშვილმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს თექის დამუშავების ტექნოლოგიას, მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა, ბავშვებს ესაუბრა მატყლის დამუშავების ტრადიციაზე საქართველოში და მათთან ერთად დაამზადა თექის აქსესუარი საკლასო ოთახის დასამშვენებლად.

14/04/2017

დედაენის დღე სკოლა-ლიცეუმის დაწყებითი საფეხურის მოწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს. პედაგოგ მზია გიგაურისა და ბიბლიოთეკის დახმარებით მოაწყვეს საინფორმაციო კუთხე, სადაც წარმოადგინეს ხელნაწერები და კედლის გაზეთი დედა ენის შესახებ.

03/04/2017

ლიცეუმის VII კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიის გაკვეთილი სკოლის ეზოში ჩაუტარდათ. პედაგოგმა ნანა ოთინაშვილმა ბავშვებს დაათვალიერებინა მეტეოროლოგიური სადგური, ერთობლივად აიღეს ანათვლები (ტემპერატურა, წნევა, ქარის მიმართულება), დაათვალიერეს მდინარე ლიახვის ხეობა და კალაპოტი.

21/03/2017

წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი" ახორციელებს პროექტს "ცხოვრების ჯანსაღი წესი", რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. ამჯერად ლიცეუმის მოსწავლეები შეხვდნენ ფეხბურთისა და ფუტძალის უმაღლესი კატეგორიის მსაჯს არსენ ნონიკაშვილს. ბატონი არსენი ბავშვებს ესაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში და უპასუხა მათ შეკითხვებს.

15/03/2017

სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს, რომელზეც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. შემოქმედებითი საღამოს მიწურულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ მოსწავლეებს მისცა რჩევები და დაულოცა მომავალი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სკოლა-ლიცეუმის ფოლკლორული ანსამბლი "ონავრები".

08/03/2017

სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წევრებმა საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით ქალაქის ქუჩებში ქალბატონებს ყვავილები გადასცეს და 8 მარტი მიულოცეს.

02/03/2017

სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის "ფენიქსის" წევრებმა დირექციასთან ერთად პედაგოგებს გაზაფხულის დაწყება მიულოცეს.

31/01/2017

ყველაზე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის 2016-2017 სასწავლო წლის ტური ქალაქ გორშიც ჩატარდა. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები ალექსი ჯახველაძე და ნიკა ქოქაშვილი "ეტალონის" ოქროს ფონდის წევრები გახდნენ და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის მიერ სიგელებით დაჯილდოვდნენ.

28/01/2017

წმ.გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც ორგანიზებული იყო საზოგადოება "ბილიკის" მიერ PH International-ის მხარდაჭერით.

22/12/2016

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. I სემესტრის განმავლობაში კლუბმა რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის "ტოლერანტობა" და ადამიანის უფლებათა დეკლარაციის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები; მოისმინეს ევროპული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ევროკავშირის მნიშვნელობისა და ფუნქიცის შესახებ (ტრენერი: ელისაბედ ჯიჯავაძე). ინტელექტუალურ თამაშ-ვიქტორინაში "ჩვენ და სამოქალაქო განათლება" სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა I ადგილი დაიკავეს. ამასთან დაკავშირებით სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ მასწავლებელი და მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

08/12/2016

გორის სასწალო უნივერსიტეტში ნიკო კეცხოველისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები აქტუალური თემებით: მარიამ გელაშვილი (შიდსი), ბახვა გელაშვილი (ფარისებრი ჯირკვალი), ელენე ბოღრაშვილი (იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადების პრევენცია), ნიკა ხაჭაპურიძე (კომპიუტერის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), მარიამ ცერაძე (სუნთქვის ჰიგიენა). მათ დამსრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.    

30/11/2016

ჩვენი ლიცეუმის თხუთმეტმა მოსწავლემ მხატვრული წერის ოპლიმპიადის - "სენტენციის" პირველი ტური წარმატებით გადალახა!

30/11/2016

შიდა სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში

22/11/2016

AT THE ENGLISH LESSON

08/11/2016

ინგლისური ენის გაკვეთილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტში

08/11/2016

ჩვენს სკოლა-ლიცეუმს ფინკა ბანკის გორის ფილიალის მმართველი ზაალ ჯღარკავა სტუმრობდა

07/11/2016

ინტელექტუალურ თამაშ-ვიქტორინაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

07/11/2016

ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საღამო ჩვენს ლიცეუმში

04/11/2016

ინტელექტუალურ თამაშ-ვიქტორინაში "ჩვენ და სამოქალაქო განათლება" ჩვენი სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წევრებმა პირველი ადგილი მოიპოვეს!

01/11/2016

იაკობ გოგებაშვილის მედლის მფლობელი პედაგოგები ჩვენს სკოლა-ლიცეუმში

28/10/2016

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176 წლი შესრულდა, მისი უკვდავი "დედა ენა" კი 140-ე იუბილეს ზეიმობს!

27/10/2016

KHAN ACADEMY-ისა და  CODE.ORG-ის საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის

24/10/2016

მეოთხეკლასელებმა,  ქართულის გაკვეთილზე, პროგრამით გათვალისწინებული ფილმი "აკაკის აკვანი" ნახეს

21/10/2016

მარიამ ბუთხუზი - ლიცეუმის წარჩინებული მოსწავლე

18/10/2016

სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" ლიდერის არჩევნები

17/10/2016

სტუმრად მ.მაჭავარიანის, ა.წერეთლის სახლ-მუზეუმებსა და მღვიმევის დედათა მონასტერში

16/10/2016

მეორეკლასელები ბიბლიოთეკაში

14/10/2016

2016 წლის თვითმმართველობის არჩევნები  ჩვენს სკოლა-ლიცეუმში

27/09/2016

სკოლა-ლიცეუმის თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ ტრენინგს "სკოლის თვთმმართველობა და დემოკრატია"

21/09/2016

ჩვენი პირველკლასელები სტუმრად ბიბლიოთეკაში 

19/09/2016

 ახალი სასწავლო წელი დაიწყო  

 

 

07/06/2016

მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე სკოლა-ლიცეუმში. 

02-06-2016

სკოლა-ლიცეუმის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრებისა და აქტიური მკითხველების დაჯილდოება

01- 06-2016    

   ბოლო ზარი 2016

  29-05-2016  

შემაჯამებელი გაკვეთილი   I-1 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში

24-05-2016

პროექტი "გააცოცხლე ეპოქა" - შექსპირის კვირეული     

07-05-2016

თამარის დარბაზში აჟღერებული ქართული და რუსული ფოლკლორი

26-04-2016

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ჩვენს სკოლა-ლიცეუმში გაიმართა სასწავლო კონფერენცია

23-04-2016  

წინასააღდგომო მზადება ჩვენს სკოლაში

22-04-2016

"ჩემი ნახატი ანბანი"

14-04-2016 

დედაენის დღე ჩვენს სკოლა-ლიცეუმში

 12-04-2016

სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში, მე-8 კლასი, პედაგოგი: ნანა ღონღაძე, გაკვეთილის თემა: ოთხკუთხედები

07-04-2016

ამა წლის 5 აპრილს გორის წმ.გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმსა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

01-04-2016

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-2017 სასწავლო წლისთვის

21-03-2016

აქცია ,, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!" 21.03.2016

 18-03-2016

გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლებმა ქალბატონმა მარიამ რამინაშვილმა და ქალბატონმა მარინა შანშაშვილმა კოლეგებთან ერთად ჩაატარეს ტრენინგი, რომლის თემა გახლდათ "გაკვეთილის დაგეგმვა"

 17-03-2016

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებული ჩვენი სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლე ლექსო ლობჟანიძეა

 16-03-2016

 ღია გაკვეთილი ქიმიაში, მე-8 კლასი, პედაგოგი: ნინო მიდოდაშვილი, გაკვეთილის თემა: შეერთებისა და დაშლის რეაქციები

 10-03-2016

სამოდელო გაკვეთილი ბუნების მეტყველებაში, მე-3 კლასი, პედაგოგი: ეკატერინე დარახველიძე, გაკვეთილის თემა: "ჯანმრთელობა"

07-03-2016 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ელენე წკრიალაშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღსთან დაკავშირებით, შექმნეს კედლის გაზეთი ინგლისურ ენაზე

 03-03-2016

ანსამბლ „ონავრების“ საუკეთესო შესრულება

  02-03-2016

ღია გაკვეთილი ფიზიკაში, მე-8 კლასი, პედაგოგი: გიორგი კუპრიაშვილი 

29-02-2016

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-7 კლასი, პედაგოგი მარიამ მარიამიძე, გაკვეთილის თემა: გი დე მოპასანის "მინდვრებში"

 

 26-02-2016

შეჯიბრი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის „სახალისო მათემატიკა“, რომელსაც უძღვებოდა მათემატიკის მასწავლებელი თამარ მინდიაშვილი. 

  

26-02-2016

ჩვენი სკოლა-ლიცეუმი კვლავ დარგის ლიდერი და ოქროს რეიტინგის მფლობელია!

 25-02-2016

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-4 კლასი. გაკვეთილის თემა  გოდერძი ჩოხელის "ცასწავალა".

  24-02-2016

Mind Technologies  კონკურსის გამარჯვებული- მარიამ ბუთხუზი

 23-02-2016

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და მათემატიკაში, მე-9 კლასი, ფიზიკის მასწავლებელი გიორგი კუპრიაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნანა ღონღაძე.

 

22-02-2016

სემინარი-დისკუსია ექსპერტთან თემაზე "სკოლის თვითმართველობა და ადგილობრივი თვითმართველობის როლი საზოგადოებაში", რომელსაც წარუძღვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ივანე ბალახაშვილი. 

 21-02-2016

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-9 კლასი, პედაგოგი: ირმა ყანჩაველი, გაკვეთილის თემა: ნ.შატაიძის "მოგზაურობა აფრიკაში"

 20-02-2016

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-3 კლასი, პედაგოგი: ლია მაზმიშვილი, გაკვეთილის თემა: "თამარ მეფე" 

 18-02-2016

ახალგაზრდა პოეტის-ლექსო ლობჟანიძის ლიტერატურული საღამო

 11-02-2016

ანსამბლ „ონავრებს“ ლაურეატის წოდება მიენიჭათ. ხელმ. თამარ ნუსხელიძე

 26-01-2016

Kings ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება

 22-01-2016

შეხვედრა ჟურნალისტ ნათია ომაძესთან.  საუბრის  თემა:“ როგორ მოამზადონ ეფექტური რეპორტაჟი და რა ხერხებს მიმართონ მოსწავლეებმა მისი სწორად განხორციელებისთვის.

 21-01-2016

მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე

 20-01-2016

გორის ტელეკომპანია თრიალეთის რადიო 104-ის პროდიუსერმა მამუკა ნადირაძე მ ჩაატარა ტრენინგი“როგორ წარვმართოთ სწორად რადიო-რეპორტაჟი“

  12-01-2016

მცირე გრანტის პროექტ ‘ფენიქსის“ ფარგლებში სკოლაში სამოქალაქო ოთახი და რადიოკვანძი მოეწყო

 13-01-2016

ინგლისური ენის ინოვაციური კონკურსის SMART Competition  გამარჯვებული ჩვენი სკოლა-ლიცეუმის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ბუთხუზია

 26-12-2015

სკოლასთა არსებული ცეკვის ანსამბლის წარმატება. პედაგოგი ნონა გამხიტაშვილი

 23-12-2015

საახალწლო კარნავალი. საბაზო-საშუალო საფეხური

 21-12-2015

პროექტი „უსაფრთხო მგზავრობა“

 21-12-2015

იმიტირებული სასამართლო პროცესი "კოდალა და ციყვი". პედაგოგები ნინო ბუაჩიძე, ელენე წკრიალაშვილი. მე-2 კლასი

 18-12-2015

ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, გაკვეთილის თემა "მოდალური ზმნები", პედაგოგი ნატო მოსახლიშვილი, მე-7 კლასი

  15-12-2015

ახალი  2016 წლის მობრძანება სკოლა-ლიცეუმში. დაწყებითი საფეხური 

 13-12-2015

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების საახალწლო თემატიკის ნამუშევრების გამოფენა

 10-12-2015

მოდის, მოდის წელი ახალი :)2016

 11-12-2015

ჩვენი „ეკო ნაძვის ხე“

04-12-2015

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვასთან დაკავშირებული ტრენინგი

09-11-2015

ისტორიის გაკვეთილი მე-7 კლასში. პედაგოგი ნ. ბერუაშვილი 

 03-11-2015

 პროექტი გაკვეთილი: " ქართული ცივილიზაციის სათავეებთან."გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი. პედაგოგი: ნანა წიწუაშვილი

 29-10-2015

ღია გაკვეთილი მუსიკაში, გაკვეთილის თემა "მუსიკის ძალა", პედაგოგი თამარ ნუსხელიძე, მე-5 კლასი

 28-10-2015

ღია გაკვეთილი სახვით ხელოვნებაში, გაკვეთილის თემა "თბილი ფერები", პედაგოგი მზია გიგაური, მე-2 კლასი

 22-25-10-2015

 კონფერენციაზე "განათლების მართვის აქტუალური საკითხები - 2015" წყალტუბო

 22-10-2015

კონკურსი სამოქალაქო კლუბის ლოგოსა და დევიზზე

 20-10-2015

2015-16 სასწ. წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ტრადიციულ „ფინჯან ჩაიზე დირექტორთან“

 19-10-2015

შეხვედრა ტრადიციულ კოცონთან

 15-10-2015

საქველმოქმედო აქცია: „დავეხმაროთ ბავშვთა სახლს“ 

  13-10-2015

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

 02-10-2015

ღიმილის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია

 02-10-2015

მასწავლებელთა დღე

 21-09-2015

სწავლის დაწყება

 07-09-2015

№1 პედაგოგიური საბჭო

 02-09-2015

 შიდა ქართლის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ 40 აბიტურიენტს გორის მერი აჯილდოებს

 01-09-2015

სასწავლო ვიზიტი პოლონეთში პროექტ "მე ვარ მოქალაქე. ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობა" ფარგლებში.

ნორმატიული აქტები

სკოლის სიმბოლიკა

 ქალაქ გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ლოგო:

ჩვენი დროშა:

 

სკოლის სლოგანი:

 

                       

 

 სკოლის ჰიმნი:

ტექსტის ავტორი: ვანო ჩხიკვაძე

კომპოზიტორი: მაყვალა ხორბალაძე

 

          

 

შინაგანაწესი

 

დამტკიცებულია გორის შპს წმინდა

გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის

დირექტორის მანანა ჩუხრუკიძის მიერ

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წესდება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმა

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°4

 

 

იხილეთ დანართი Ν°1

 

იხილეთ დანართი Ν°2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ დანართი Ν°3

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესი

სასწავლო კალენდარი

 

 

დღის განრიგი

                                         წმინდა გიორგის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დღის განრიგი

                                                             2015-2016 სასწავლო წელი

 

 

სასკოლო საათობრივი ბადე